Closure/Continuation — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. იგი არის მათი პირველი ალბომი 2009 წლის The Incident-ის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ჯგუფის შემქმნელი და ლიდერი სტივენ უილსონი სოლო-კარიერით დაკავდა, ალბომი ფარულად იწერებოდა მის, დრამერ გევინ ჰარისონის და კლავიშისტ რიჩარდ ბარბიერის მიერ, ბასისტ კოლინ უილსონის გარეშე. COVID-19-ის პანდემიის დროს ჯგუფის ცალკეული წევრების გეგმები შეყოვნდა და მათ 2021 წლის სექტემბრისთვის შეძლეს ალბომის დასრულება. წლის ბოლოს ოფიციალურად გახდა ცნობილი ჯგუფის აღდგენის შესახებ, ხოლო ალბომის გამოცემა დაინიშნა 2022 წლის 24 ივნისისთვის. დისკიდან გამოიცა ოთხი სინგლი — „Harridan“, „Of the New Day“, „Herd Culling“ და „Rats Return“.
- ↑ Porcupine Tree – Closure/Continuation (Album Review) (19 ივნისი 2022).