DC Comics

DC Comics
ტიპი კომპანია Warner Bros. Entertainment-ის დამატებითი განყოფილება
დაფუძნდა 1934 (1934) (როგორც National Allied Publications)
სათავო ოფისი ნიუ-იორკი
პროდუქცია კომიქსების გამომცემლობა
პარტნიორი Time Warner

DC Comics, Inc. (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — ამერიკული კომიქსების გამომცემლობა. იგი არის DC Entertainment-ის[1][2], Warner Bros. Entertainment, Inc.-ის ფილიალის საგამომცემლო განყოფილება და Time Warner-ის ფილიალი. DC Comics არის ამერიკის ერთ-ერთი ძველი კომიქსების გამომცემლობა. მის ცნობილ პერსონაჟებს შორის არიან სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. კომიქსების დიდი ნაწილის მოქმედება მიმდინარეობს DC-ის სამყაროში.

ინიციალი „DC“ შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული „დეტექტიური კომიქსების“ მიხედვით (Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა. DC Comics-ების სათაო ოფისი მდებარეობდა 1700 ბროდვეიზე, მანჰეტენზე, თუმცა 2015 წელს გადავიდა კალიფორნიაში, ქალაქ ბერბენკში[3].

DC Comics, მთავარ მეტოქე Marvel Comics-თან ერთად, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს შეადგენს[4].

  1. Melrose, Kevin. (October 10, 2009) DC Entertainment – what we know so far. Comic Book Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 1, 2016. ციტირების თარიღი: September 11, 2009.
  2. http://www.dccomics.com/blog/2017/05/05/dc-entertainment-expands-editorial-leadership-team
  3. DC Comics Inc. Hoovers. Retrieved October 18, 2008.
  4. Johnston, Rich. DC Comics Humiliates Marvel With August 2016 Marketshare, As Diamond Sets A Record Month Of Sales. ციტირების თარიღი: 18 September 2016.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy