Entertainment Weekly | |
---|---|
ტომი 1, ნომერი 1 (16 ფებერვალი, 1990 წელი), გარეკანზე გამოსახულია მომღერალი კეთრინ დონ ლანგი | |
მოკლე სათაური | EW |
სპეციალიზაცია | გართობა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჰენრი გოლდბლატი[1] |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Time Inc. |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | ნიუ–იორკი, ნიუ-იორკის შტატი |
პუბლიკაციის ისტორია | 1990 წლის 16 თებერვალი — დღემდე |
გამოცემის სიხშირე | ყოველკვირეული |
ISSN | 1049-0434 |
Entertainment Weekly (შემოკლებით EW) — ყოველკვირეული ამერიკული გასართობი ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს Time Inc.. ეძღვნება კინოს, ტელევიზიას, მუსიკას, ბროდვეის თეატრს და პოპულარული კულტურის სხვა ობიექტებს.
განსხვავებით ცნობილ ადამიანებზე ორიენტირებული გამოცემებისგან — Us Weekly, People (EW-ის დობილი ჟურნალი) და In Touch Weekly — EW ძირითადად კონცენტრირებულია გასართობი მედიის ახალ ამბებზე და პროფესიონალურ რეცენზიებზე. თემატურად ემსგავსება ისეთ ყოველკვირეულ ჟურნალებს, როგორებიც არიან Variety და The Hollywood Reporter, მაგრამ ნაკლებად სპეციალიზებულია, მოიცავს უფრო ფართო აუდიტორიას.