The Independent

The Independent
ტიპი: ონლაინ-გაზეთი
მფლობელ(ებ)ი: ალექსანდრე ლებედევი
ევგენი ლებედევი
გამომცემელი: Independent Print Limited
რედაქტორი: არჩი ბლანდი
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: ამოლ რახანი
დაარსდა: 1986
პოლიტიკური ერთგულება: ლიბერალური, რადიკალური ცენტრისტი
ენა: ინგლისური
სათავო ოფისი: {{{სათავო ოფისი}}}
დობილი გაზეთ(ებ)ი: The Independent on Sunday; The i
ISSN: 0951-9467
საიტი: http://www.independent.co.uk/

ინდეპენდენტი (ინგლ. The Independent — დამოუკიდებელი) — ბრიტანული ონლაინ-გაზეთი.[1] დაარსდა 1986 წელს, როგორც ლონდონში გამომავალი ნაციონალური დილის გაზეთი. 1997 წლიდან მას აკონტროლებდა ირლანდიელი ბიზნესმენის, ტონი ო’რეილის Independent News & Media, 2010 წელს კი გაზეთი რუსმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე ლებედევმა იყიდა.[2] 2016 წლის მარტიდან გამოცემამ ნაბეჭდი ვერსია შეწყვიტა და მთლიანად ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა.

ზედმეტსახელად Indy, თავდაპირველად პატარა ფურცლებზე დაბეჭდილი გაზეთი იყო, 2003 წლიდან კი ტაბლოიდის ფორმატზე გადავიდა.[3] გამოცემა ცენტრისტულ-მემარცხენე ხედვებისაა და ორიენტირებულია კულტურასა და პოლიტიკაზე,[4] ეკონომიკურ საკითხებზე.[5] საკუთარ თავს არ უკავშირებს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და წარმოაჩენს ხედვათა ფართო სპექტრს. „თავისუფალი პოლიტიკური პარტიების მიდრეკილებისგან, თავისუფალი მესაკუთრული გავლენისგან“ — ასე აღწერს გაზეთი საკკუთარ თავს; აღნიშნული წარწერის მქონე ბანერი დატანილი იყო გაზეთის მთავარ გვერდზე, თუმცა 2011 წელს ის მოიხსნა.[6]

ყოველდღიურმა გამოცემამ 2004 წელს ბრიტანეთის პრესის ჯილდო მიიღო და დასახელდა წლის ნაციონალურ გაზეთად. 2013 წლიდან გამოცემის მთავარი რედაქტორია წარმოშობით ინდოელი ამოლ რაჯანი, მოადგილე კი არჩი ბლანდი. 28 წლის ბლანდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო ბრიტანეთის საგაზეთო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელიც მაღალ მმართველობით რგოლში დაინიშნა; რაც შეეხება რაჯანს, მთავარ რედაქტორად დანიშვნისას ის 29 წლის იყო.

2015 წლის ივნისში, გაზეთის დღიური ბრინვა 58 000-ზე ქვემოთ იყო, რაც 1990 წლის პიკთან შედარებით 85%-ით იყო ნაკლები; საკვირაო გამოცემის ბრუნვა კი 97 000-ს შეადგენდა.[7] 2016 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ The Independent-ი და მისი საკვირაო გამოცემა მთლიანად ციფრულ სფეროში გადაინაცვლებდა.[1] The Independent-ის ბოლო ბეჭდური ვერსია 2016 წლის 20 მარტს გამოვიდა.

  1. 1.0 1.1 „Breaking News“. BBC News. 12 February 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  2. „Independent titles sold to Lebedev family company“. The Independent. London. 25 March 2010. ციტირების თარიღი: 25 March 2010.
  3. 'The Independent' launches tabloid version to give readers a choice“. The Independent. London. 27 September 2003.
  4. U.K. paper follows rivals into tabloid format: At The Times, size matters, International Herald Tribune, 8 December 2003. დაარქივებული 4 December 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  5. Wilby, Peter (14 April 2008). „It is. Is he?“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 27 March 2010.
  6. Indy's Independence Whacked - Guy Fawkes' blog. Order-order.com (30 September 2011). ციტირების თარიღი: 2 September 2012.
  7. ABC circulation figures Press Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-04. ციტირების თარიღი: 2016-08-12.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy